"მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან... მე იქ აღარ უნდა ვიყო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ნარკოტიკი ჩამიდონ" | ანდრო დადიანი

გამოქვეყნდა:

"მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის პროტესტისა და სანდროს სოლიდარობის ნიშნად... ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ მე იქ აღარ უნდა ვიყო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ნარკოტიკი ჩამიდონ" - წერს სოციალურ ქსელში არტისტი, ანდრო დადიანი, რომელიც სანდრო სულაბერიძის, წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება. 

"წლების წინ, როცა დადიანი გამოვიყენე ფსოვდონიმად, ცოტნე დადიანის სიყვარულით გავაკეთე ეს. მგონია, რომ ცოტნე დადიანის ის აქტი, თაფლი რომ წაისვა და დატყვევებულების ბედი გაიზიარა, პირველი პერფორმანსი და სამყაროსგან, ჩვენი ისტორიისგან მოწოდებული ცხოვრების კონცეფციაა ჩემთვის. შემიძლია სიტყვა ხელოვნების გასწვრივაც ცოტნე დადიანი დავწერო, რადგან ხელოვნებასთან ურთერთობა მეორის განცდის, გაზიარების, შენში შემოშვების სურვილია. ეროვნულ გალერეაში ახლა მიმდინარე გამოფენაზე ჩემი ავტოპორტრეტიცაა გამოფენილი, ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებული ამბავი სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი ცხოვრების კონცეფციის გაგრძელება-არგაგრძელებას და ვირჩევ სიცოცხლის, ხელოვნების, ცოტნე დადიანის ენას, - სანდროს გვერდით დგომას და მომაქვსვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის პროტესტისა და სანდროს სოლიდარობის ნიშნად.

ეს დღეები ტრიალებდა აზრი, რომ მთლიანად გამოფენა მოიხსნებოდა და მეც ამ დრომდე ველოდი განცხადებას ამის თაობაზე, მინდოდა ჯგუფურ გამოფენაში ჯგუფის, გუნდის პრინციპით ვყოფილიყავი და ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება გამოფენის დასრულებაზე. ყველა ადამიანის ინდივიდუალური ტემპი აქვს ფიქრის და მინდოდა კურატორისთვის გამომეცხადებია ჩემი დიდი სიყვარული და თანადგომა საფიქრად მიცემული დროით და ჩემი სიჩუმით. კალენდარსაც თავისი ტემპი აქვს და შეგვიწყო ხელი იმან, რომ დაემთხვა შაბათ-კვირა და ორშაბათი (რომელიც გალერეებისთვის არასამუშაო დღეა), ეს დრო საკმარისია ალბათ გადაწყვეტილების მისაღაბად, ჩემთვის კი საკმარისი ნერვიული საათები. სულიერი გადარჩენის მიზნით, ინდივიდუალურად ვაკეთებ განცხადებას, რომ კურატორის საქმის კურსში ჩაყენებით და კანონიერი გზით მომაქვს ჩემი ავტოპორტრეტი გალერეიდან, - განცხადებით, იურიდიულად, ყოველგვარი ხმაურის, პერფორმანსის და ტელევიზიების გარეშე.

ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი ყველა მოძრაობა პოლიტიკურია, ამ მოწამლული ჰაერის შესუნთქვისას ჩვენი ფილტვები ონკოლოგიურ რისკებს და პოლიტიკას ერათდროულად ეხება, ჩვენი მაცივარის შიგთავსი პოლიტიკურია, ჩვენი საჯარო და დიდწილად პირადი განწყობებიც კი პოლიტიკურია (იხ. ჩემი წინა პოსტი), ჰოდა ეს გამოფენაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. სოლომონ აფროდიტუსის, ჩემი, გოდერას და სხვების დიმიტრი შევარდნაძესთან, ახვლედიანთან და კაკაბაძესთან დაკიდება პოლიტიკაა, დროთა და იდეათა ერთ სივრცეში შედედება, ეროვნული ატმოსფეროს განახლება და სისხლის გადასხმაა.

გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკეში”, სარკედ გაუხდა უამრავი თვალსაზრისით ქვეყანას და ადამიანებს, გამოფენამ იმუშავა და იმაზე დიდი მნიშვნელობისაა სოციალურ-კულტურულ კონტექსტში ის დღეს (და ისტორიულადაც, მჯერა), ვიდრე სხვა ბიენელეები ან ხელოვნების დიდი ბაზრობები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს ვუკარნახო მისი შინაგანი კომპასი სად უჩვენებდეს სწორსა და არასწორს, ჩრდილოეთს ან სამხრეთს. ჩემი შინაგანი ხმა, უძილობა და ნერვული ფონი მეუბნება, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ მე იქ აღარ უნდა ვიყო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ნარკოტიკი ჩამიდონ. 

გამოფენილ ნამუშევარზე სახლში რომ მოვიტან მერე დავწერ და აუცილებლად გავაკეთებ ამ ავტოპორტრეტის გამოფენას, რაგდან ეროვნულში ვერ მოვახერხე ამ მოვლენებიდან გამომდინარე პერფორმატიული ამ ნამუშევრისთვის ხორცშესხმა.

კიდევ ერთხელ სიყვარული და მადლიერება მინდა გამოვხატო ქეთი შავგულიძის მიმართ, რომელმაც ღრმა, პროფესიონალური კვლევა და შრომა გასწია გამოფენის გასაკეთებლად და სოლიდარობას ვუცხადებ სამარცხვინო რეპრესიულ მანქანაში მოყოლილ ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძეს" - წერია პოსტში

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი