
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დღეს მესამე პრეზიდენტის შტაბი გაიხსნება. შტაბი ახალგაზრდებს და არა პარტიულ მხარდამჭერებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში დაეხმარება და საარჩევნო დამკვირვებლებს მოამზადებს. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გახსნილი შტაბი ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის გახსნილი იქნება. საარჩევნოდ შტაბის გახსნის ინიციატორი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.
„ყველა იმ მოქალაქე, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, შეუძლია მოვიდეს ჩვენს შტაბში. ის იქნება ღია ყველა ადამიანისთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა იმ ძალიან ცუდი რეალობის შეცვლაში, რომელიც ახლა არსი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შევთავაზებთ სხვა და სხვა აქტივობებს, რომლის მეშვეობითაც ისინი თავის წვლილს შეიტანენ საერთო ბრძოლაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დიმიტრი შაშკინმა.