"ოცნების" სიაში შეიძლება მოხვდეს მოძალადე აბაზოვი, რომელმაც მამაკაცს სახე შარდით დააბანინა

გამოქვეყნდა:

მოძალადეები "ქართული ოცნების" სიაში. არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილმა მომავალ დეპუტატებს შორის დაასახელოს ის ადამიანი, ვინც მარნეულში მამაკაცს სახე შარდით დააბანინა. ეს ამაზრზენი და არაადამიანური საქციელი მარნეულის ყოფილი მერის სახელს უკავშირდება. საბოლოოდ თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა, რადგანაც ვერ მოხერხდა იმის დამტკიცება, რომ სითხე, რომლითც მამაკაცი ვიდეოში სახეს იბანს - შარდი იყო. თავად ძალადობის მსხვერპლმა კი ჩვენება შეცვალა. სავარაუდოდ, ზეწოლის გამო და შესაძლოა ეს ზეწოლა ახლაც გრძელდება.

"იყიდება" - ეს წარწერა "მთავარ არხს" დღეს დახვდა მარნეულში იმ ოჯახის სახლის ღობეზე, რომლის 
ერთ-ერთ წევრს, ელჩინ ალახვერდიევს მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი სასტიკად გასუწორდა და მას ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფის გამო სახეზე შარდის წასმა აიძულა. ოჯახი ახლა თავადაა იძულებული სახლი გაყიდოს და საცხოვრებელი შეიცვალოს. გახდება თუ არა თემურ აბაზოვი, რომელმაც ალახვედიევებს დიდი ტკივილი მიაყენა,"ქართული ოცნების" სიის წევრი მნიშვნელობა აღარ აქვს. 

მარნეულის ყოფილი სკანდალური მერის "ქართული ოცნების" სიაში მოხვედრის შესახებ ცნობა დღეს,
ჟურნალისტებს თავად, თემურ აბაზოვმა დაუდასტურა. ის ამბობს, რომ შეთავაზება მიიღო და უარი არ უთქვამს. თუმცა ამის მიუხედავად, ის დღეს არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც კამერების წიანშე ჩნდება. იმ შემთვევაში, თუკი მმართველი გუნდი მის სიაში ჩაწერას მოინდომებს ადგილობრივებისთვის მარნეულის და მთელი საზოგადოების შურცხყოფა იქნება. 

იქნება თუ არა თემურ აბაზოვი, "ქართული ოცნების" სიაში, ამ თემამ დღეს თავად მმართველ გუნდში დაძაბულობა გამოიწვია. აბაზოვი, რომელიც ხშირად ჩანს ბიძინა ივანიშვილის გვერდით და როგორც ცნობილია, ოლიგარქის ოჯახთან ციხიდან გამოსვლის შემდეგაც მეგობრობს, "ოცნების" ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი კანდიდტურაა, ნაწილისთვის კი არა. 

ამ განმარტებების მიუხედავად, ოპოზიცია ეჭვობს, რომ თემურ აბაზოვს სიის 41-ე ნომერს თუ არა სხვა თანამდებობას მაინც შესთავაზებენ, ამის გარანტი ოლიგარქის ოჯახთან ახლობლობაა.

თემურ აბაზოვი ელჩინ ალახვერდიევის შეურაცხყოფის გამო სასჯელს ციხეშიც იხდიდა. მისი მომხრები მარნეულის მცხოვრებს დამამცირებლად მას შემდეგ მოექცნენ, რაც მან 2018 წლის ზაფხულში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილსა და მაშინდელ მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს შეაგინა. მოგვიანებით, სხვადასხვა "ფეისბუქ" ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდიდა ბოდიშს მარნეულის მცხოვრები და როგორ აიძულებდნენ მას შარდით სახის დაბანას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი