ალბანეთში პრემიერის გადადგომას ითხოვენ | დემონსტრანტებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს

გამოქვეყნდა:

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეჭრა სცადეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან ასობით ოპოზიციონერი დემონსტრანტი იყო შეკრებილი, რომლებმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

დემონსტრანტებმა პიროტექნიკა ისროლეს პოლიციის მიმართულებით, სამართალდამცველებმა კი წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ალბანეთში ოპოზიციის ორგანიზებით პრემიერმინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლა გაიმართა. ისინი ედი რამას კორუფციაში სდებენ ბრალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი