
თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. მათგან 31 643 თურქეთში დაიღუპა, 5 700 კი სირიაში.
ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი 7.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.