სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება - გაერო

გამოქვეყნდა:

გაეროს ინფორმაციით, გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად,  სირიის მთავრობა კიდევ ორი სასაზღვრო კორიდორის გახსნას დათანხმდა.

"ეს ბევრ რამეს შეცვლის. ჩვენ ამჟამად, მხოლოდ ერთ სასაზღვრო კორიდორს ვიყენებდით", - უთხრა BBC-ს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ანტონიო გუტერეშმა.

გაეროს ცნობით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან მდებარე ბაბ-ალ-სალამისა და ალ-რაეს გამშვები პუნქტები, 3 თვით გაიხსნება.

სირიის ხელისუფლება მიწისძვრის ადგილას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს, თუმცა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ასადის რეჟიმის არასწორი მართვაა.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, სირიაში მიწისძვრას 5 700 ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი