
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერებისგან ჩვენი მიზნისთვის - მოვამზადოთ და დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ამ წელს. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა. საბოლოოდ, ახლა რეალური მიღწევები უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე პოლიტიკური განცხადებები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი ამ გზით მიდის. ამ კვირაში ჩვენი დიპლომატიური მარათონი გრძელდება.
[...]
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი ქვეყნისთვის! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბრძოლაშია! მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მტერს ბახმუტის მიმდებარედ, რომლებიც ანადგურებენ მტერს ვუჰლედარის რეგიონში და რომლებიც იკავებენ ჩვენს სხვა გადამწყვეტ პოზიციებს ფრონტზე.
[...]
გვახსოვდეს, უკრაინისთვის მიღწეული ყველა ახალი შედეგი, ნიშნავს დროის შემცირებას გამარჯვებამდე.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.