იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა. ამბობს, რომ თამარ ღვამიჩავას 15-წლიანი აკადემიური გამოცდილება აქვს და სამართლის დოქტორია. მისივე თქმით, ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტისა და საზოგადოების როლს კარგად წარმოაჩენს.
მას გააჩნია სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის "თუთხმეტი" წლის გამოცდილება. მჯერა, რომ ქალბატონი თამარი, როგორც არამოსამართლე წევრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ღვამიჩავა ამბობს, რომ მისთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, მიღებული ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია მას შესაძლებლობას აძლევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში აქტიურად იყოს ჩართული.
ცნობითვის, თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი 22 ივნისს დატოვა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე ოთხი წლის ვადით იმუშავებს. კონკურსში 14 კანდიდატი მონაწილეობდა. მედიამ და საზოგადოებამ კი, თამარ ღვამიჩავას არამოსამართლე წევრად დანიშვნა დღეს შეიტყო.