იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე მან ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა 22 ივნისს დატოვა.
ღვამიჩავას დანიშვნის შესახებ უკვე გამოიცა პრეზიდენტის განკარგულება. კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს 4 წლის ვადით ირჩევენ.