
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, მობილიზებულ რუსებს შეტევისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვთ.
ამერიკელი ანალიტიკოსების განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ განახორციელონ საკმარისი შეტევითი შესაძლებლობები ფართომასშტაბიანი და სწრაფი მექანიზებული წინსვლისთვის.
"წვევამდელებს არ შეუძლიათ ისეთი სამხედრო ამოცანების შესრულება, როგორიცაა ნაღმის იდენტიფიცირება, მათ არ იციან რა უნდა გააკეთონ თავდასხმის დროს. მათი შეცდომები მიუთითებს, რომ ამ მობილიზებულ ელემენტებს არ აქვთ საჭირო საბრძოლო გამოცდილება, რომელიც საჭიროა წარმატებული შეტევისთვის. როგორც ჩანს, წვევამდელებს გავლილი აქვთ ინდივიდუალური მომზადება და არ აქვთ ერთიანობა, პროფესიული წვრთნა ან გამოცდილება", - წერენ ანალიტიკოსები ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვულჰედარის ფრონტზე, რუსეთმა შესაძლოა განათავსოს დამატებითი მობილიზებული ელემენტები, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ თავდაცვითი ან შეტევითი ოპერაციები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი გახდებიან ეფექტური მექანიზებული ელემენტები, რომლებსაც შეეძლებათ წარმატებული შეტევითი ოპერაციების განხორციელება რამდენიმე თვეში.