
ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში რეგიონზე მასიურ თავდასხმას ელოდებიან.
გაიდაის თქმით, რუსულ ჯარებს აქვთ ბრძანება, შევიდნენ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მისივე ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა რეგიონისკენ უკვე გადაიყვანეს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა - „უკვე ახლა ვაფიქსირებთ დაბომბვის რაოდენობის ზრდას, როგორც საარტილერიო, ასევე საჰაერო“, - განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ოლქის თავმჯდომარემ.