
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ვერ დაძლია ის პრობლემები, რომლებიც მას ერთი წლის წინ, უკრაინაში შეჭრის წინ ჰქონდა.
"რუსები კვლავ იმავე პრობლემის წინაშე დგანან, რაც მათ ერი წლის წინ ჰქონდათ, მათ ეს პრობლემები ვერ გადალახეს", - თქვა კირბიმ.
ის განმარტავს, რომ გულისხმობს ლოჯისტიკურ პრობლემებს, მათ შორის, საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსა და დანაყოფების კოორდინირებაში არათანმიმდევრულობას.
კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი აგრძელებს გენერლების "წინდებივით შეცვლას", თუმცა ეს ხელს არ უწყობს რუსული არმიის პრობლემების მოგვარებას.