
ხაშურში, მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, ასევე აპროტესტებენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ომში რუსულ მხარეს უპირატესობა აქვს.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები დღეს ხაშურის გარდა, ფოთსა და ლაგოდეხში ტარდება.