ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს - ალასანია

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტი მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ. მედიასთან კომენტარის დროს მან თქვა, რომ ორგანიზმი გადასულია "კუნთების ჭამაზე". მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა.

"კარგი და სანუგეშო არაფერი არაა, პირიქით, ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, ამით იკვებება, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს, არ ვიცი რის ხარჯზე არის კიდევ, არ ვიცი, ძალიან ცუდად არის, ძალიან სუსტად", - თქვა გიული ალასანიამ. 

დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მეუფე ნიკოლოზმაც, რომელმაც თქვა, რომ მსგავს მდგომარეობაში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილია ადამიანი არ უნახავს. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და ის სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი