ოკუპანტების ბუნტის ჩასახშობად, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, 200 რუსი გვარდიელი ჩაიყვანეს - გუმენიუკი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების ბუნტის ჩასახშობად, ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის სამხრეთით, 200 რუსი გვარდიელი ჩაიყვანეს - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„წინასწარ, იქ გაგზავნეს რუსეთის გვარდიის 200-მდე ჯარისკაცი, რათა გაეძლიერებინათ ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე და წესრიგში მოეყვანათ ქვედანაყოფები, სადაც ამბოხის სურვილი იღვიძებს. “- განაცხადა მან.

გუმენიუკის თქმით, საოკუპაციო შენაერთების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არც თუ ისე მაღალია - დაბნეულები არიან, არ ემორჩილებიან ბრძანებებს - ამბობს ის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი