წყალი მხოლოდ გამგებლისთვის - ოკამის მოსახლეობა, 21-ე საუკუნეში, წყლის ბოცებს ზურგით ეზიდება

გამოქვეყნდა:

სოფლის მაღაზიაში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი სასამელი წყალია. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამისა და ლამისყანის მოსახლეობა იძულებულია სასმელი წყალი იყიდოს. 50-მდე ოჯახი უკვე  უწყლოდაა დარჩენილი და პრობლემის მოგვარებას დიდი ხანია უშედეგოდ ელოდება.                              

წყარო, საიდანაც სახლებში წყალს ეზიდებიან, ასოფლიდან 3-კილომეტრის სავალზეა. ვისაც არც ფული აქვს და არც ტრანსპორტი, ბოცებს ზურგით ეზიდება.          

აბსოლუტურად სხვა რეალობაა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, სადაც კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი ცხოვრობს. ოკამისა და ლამისყანის მოსახლეობისგან განსხვავებით, მერის უბანს წყალი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მიეწოდება.         

ამბის გადამოწმება, რა პრივილეგიით ისარგებლებლეს მერიის მეზობლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ვცადეთ, თუმცა "მთვარი არხის" გამოჩენისთანავე, მერიის კარი ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის  მთელი დღის განმავლობაში ჩაიკეტა.   

ადგილობრივ ოპოზიციაში გვიყვებიან, რომ ოკამი არ არის ერთადერთი სოფელი, სადაც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდება.  

ადგილობრივები მხოლოდ გაწვიმების იმედად არიან დარჩენილი. პრობლემა, რომლის შესახებაც ყველამ იცის, ჯერ კიდევ მოუგვარებელია, სანამ კასპის მერის მეზობლებს წყალი 24-საათის განმავლბაში მიეწოდებათ, ოკამის მოსახლეობა ჯერ კიდევ მერიის მიერ დაუსრულებელი პროექტის დასრულებას ელოდებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი