მოლდოვამ დროებით საჰაერო სივრცე დახურა

გამოქვეყნდა:

ამ დროისათვის მოლდოვას საჰაერო სივრცე დახურულია. როგორც საინფორმაციო სააგენტო Moldova Liberă იტყობინება, ფრენები ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე შეუძლებელი იქნება.

კიშინიოვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა უცნობი სადაზვერვო დრონი იყოს, რომელმაც საზღვარი არაღიარებული დნესტრისპირეთის მხრიდან გადაკვეთა. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

AirMoldova-მა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საჰაერო სივრცის დახურვა დაადასტურა. მათივე ცნობით, ფრენების განრიგში ცვლილებები იქნება.

„ძვირფასო მგზავრებო, ვინც იმყოფებით აეროპორტში, ბორტზე, ან დღეს აპირებთ ფრენას, გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თვალი ადევნოთ აეროპორტის საინფორმაციო დაფებს."- აცხადებენ კომპანიაში. 

Moldova Liberă-ს ინფორმაციით, რეისები, რომლებიც კიშინიოვში უნდა ჩასულიყო, რუმინეთის ქალაქ იასში დაჯდება, რომელიც მოლდოვას საზღვართან ახლოსაა. მოლდოვადან კი ყველა რეისი გადადებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი