ოკუპანტებმა ხერსონში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში, ბერისლავში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს. ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი, ასევე განადგურებულია შენობა და დაზიანებულია მანქანები.

"რუსული არმია აგრძელებს ხერსონის ოლქის სამედიცინო დაწესებულებებზე ავია იერიშს. რუსების შემდეგი სამიზნე ბერისლავის სასწრაფო დახმარების სადგური იყო. იერიშის შედეგად დაშავდა სასწრაფო დახმარების მძღოლი. მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - წერია განცხადებაში.  

გარდა ამისა, უწყების ცნობით ეს დღეს უკვე მეორე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი