პოლონეთის საგარეო სამინისტროდან გაათავისუფლეს ყველა, ვისაც МГИМО აქვს დამთავრებული

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი, რომელსაც მოსკოვის 
 საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) აქვს დამთავრებული. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ზბიგნევ რაუმმა Polska Codziennie-თან ინტერვიუში თქვა, რომ პოლონეთის დიპლომატია უკვე ორი თვეა " რუსეთის МГИМО-სგან გათავისუფლდა"   

"მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი იყო ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის საქმიანობაში. ეს საბჭოთა რბილი ძალის ნაწილია. კურსდამთავრებულებს უნდა ემსახურათ ამ იმპერიის ცნობიერებისთვის," - თქვა რაუმმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი