ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი კიდევ ერთხელ ახსენებს "ოცნების" ხელისუფლებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხი გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის და მოუწოდებს მთავრობას, გაითვალისწინოს ევროპელი პარტნიორების მოწოდებები და ევროპარლამენტის რეზოლუცია:
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილ, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გზავნილი გვაქვს ქართული ოცნებისთვის , თუ ისინი გააგრძელებენ ამ დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ჩვენთვის იქება აშკარა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეხუთე პუნქტი, სადაც ხაზგასმულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომ თუ გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე. ვიმედოვნებ, რომ მმართველი პარტია გააცნობიერებს, რა შედეგები ექნება, თუ ევროპული პარლამენტის რეზოლუციას არ მიიღებენ მხედველობაში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იქნება გზავნილი ევროპარლამენტისა საქართველოს მთავრობის მიმართ და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სათანადო ზომები მიიღოს ამ საკითხის გადასაჭრელად" ამბობს კუბილიუსი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.
ევროპარლამენტარის თქმით, უნგრეთში ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული პრობლემებია, რის გამოც ეს ქვეყანა ვერ მიიღებს იმ ფინანსურ დახმარებას, რასაც ითხოვდა და ასევეა საქართველოს შემთხვევაშიც - თუ ქვეყანა არ შეასრულებს მოთხოვნებს, ვერ მიიღებს სტატუსს:
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ზეწოლას მთავრობაზე, ეს არის ძალიან მკაფიო ენა ევროპარლამენტის და თუ არიან მონდომებულები, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი, მაშინ ჩვენ მოსაზრებას უნდა მოუსმინონ, ჩვენ ვიცით, რომ აქ ლაპარაკია კანონის უზენაესობაზე, ვიცით, რომ უნგრეთში ძალიან მწვავედ დგას ადამიანის უფლებების საკითხი, რის გამოც უნგრეთი ვერ მიიღებს ევროკავშირისგან იმ დიდ ფინანსურ დახმარებას, რაზეც მას ჰქონდა პრეტენზია, იგივე ეხება საქართველოს - აქ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით" თქვა კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, ხვალ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს გამოიჩინოს ადამიანურობა და მისცეს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება.
ევროპარლამენტში რეზოლუციის 5 ვარიანტი მომზადდა აქედან ორი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასაც ითხოვს. სახალხო პარტიისა და რეფორმისტების ჯგუფის ტექსტი გაცილებით უფრო მკაცრია, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია დარჩება თუ არა დოკუმენტში ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.