რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რუმინეთის დედამიწის ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, ბიძგები ოლტენიაში, გორცის საგრაფოში, მოხდა. მიწისძვრის სიგრძე 40 კილომეტრი იყო და ის ადგილობრივი დროით 15:16 საათზე დაფიქსირდა. 

მიწისძვრას რამდენიმე წუთში განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, რომლის სიმძლავრე 3.5 და 3.4 მაგნიტუდა იყო.

ცნობისთვის გუშინ 13 თებერვალს რუმინეთის იმავე საგრაფოში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი