მზადება მიხეილ სააკაშვილის საქმის გასაჩივრებისთვის | მოსამართლის განჩინება და ადვოკატების შეფასებები

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დასაბუთებული განაჩენი ადვოკატებს ჩაბარდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ მხარეებს გადასცა დოკუმენტი, რომელშიც სცადა არგუმენტებით აეხსნა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლითაც მესამე პრეზიდენტმა მკურნალობაზე უარი მიიღო.

ადვოკატებმა ამ დასაბუთებას უკვე უწოდეს აბსურდული. განსაკუთრებული კრიტიკის საგანი ხდება მოსამართლის მოსაზრებები მედიკოსებისა და ექსპერტების მიკერძოებაზე და მის მიერვე სახელისუფლებო ნარატივის გაზიარება თვითდაზიანების შესახებ. სააკაშვილის ადვოკატები დოკუმენტის მიღების შემდეგ ადასტურებენ, რომ გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას მეორე ინსტანციაში და პარალელურად დაიწყებენ მზადებას სტრასბურგისთვისაც.  

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი