რუსული ინტერესების გატარების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ამერიკასა და ევროპისგან დისტანცირებას განაგრძობს. ახალი კანონპროექტი, რომელმაც მედიის, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ფინანსები უნდა გააკონტროლოს, უკვე პარლამენტშია ინიცირებული.
დამკვეთი "ოცნებაა", ფორმალური გამხმოვანებელი "ხალხის ძალა". "ოცნებიდან" განდგომილების გეგმა ასეთია, თუ ორგანიზაციები დაფინანსების მინიმუმ 20%-ს დასავლური ქვეყნებისგან უცხოური გავლენის აგენტებად არამარტო გამოცხადდებიან, რეესტრის საგანგებო ბაზაშიც აღირიცხებიან.