"პოლიციის კორდონის თანხლებით გაიქცა აქედან... თქვენ ხართ რუსები!" | აქტივისტები წულუკიანს რუსთაველის თეატრთან დახვდნენ

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის რეპრესიული პოლიტიკა სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთველის თეატრთან გააპროტესტეს, სადაც თეა წულუკიანი იმყოფებოდა. აქტივისტები მინისტრთან გასაუბრებას ითხოვდნენ, თუმცა ამის ნაცვლად წულუკიანმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

"მოვედით იმისგამო, რომ გვეკითხა რას ერჩის დავით აღმაშენებელს, ფრესკები ჩამოირეცხა გელათში და ზოგადად ქართულ სიმბოლოს, მაგრამ ჩამოიფარა რკინის ფარდა, ეს რკინის კარები არ დაკეტილა შიგნით, მესამე კარები დაკეტეს, რომ არ გამოჩენილიყო თეა წულუკიანი და პოლიციის კორდონით გაიქცა აქედან. მდინარაძესაც დავხვდით და ყველას დავხვდებით ქართული ოცნების წევრებს. ესენი არიან რუსები, ჯალათები არიან და არ მივცემთ იმის საშუალება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკლა, მოკლან ქართული კულტურა და საქართველოს ევროპული მომავალი. ასე რომ დავხვდებით ყველგან, არამარტო თეა წულუკიანს, არამედ ყველას, მოგაკითხავთ სახლებში, რადგან თქვენ ხართ რუსები და თქვენ უნდა დაგამთავროთ ძალიან მალე" - ამბობს ნიკა ნარსია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი