თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა. მათგან 35 418 თურქეთში დაიღუპა, 5 814 კი სირიაში.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში მიწისძვრის შედეგად დაშავებული 13 208 მკურნალობს. 

ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი 7.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი