მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში, მატარებლების სარემონტო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

14 თებერვალს ღამით რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნაში ხანძარი იყო. ცეცხლი რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა.

ხანძარმა შენობის პირველი და მეორე სართულები დააზიანა.

მედიის ცნობით, ხანძარი ისკანდერების, MLRS-ისა და MANPADS-ის ჭურვების მწარმოებელი ქარხნის წინ მდებარე შენობაში გაჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი