
"დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს" - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები დონეცკის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე დაბომბეს სამოქალაქო ობიექტები ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში.
"მტერი ცდილობს სრულად აიღოს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები, აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკში, ლიმანსკში, ბახმუტში, ავდიივსკასა და შახტარსკის მიმართულებებით",- ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის შემდგომი საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია. პარალელურად ოკუპანტები არ წყვეტენ ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დაბომბვას უკრაინელი ჯარების პოზიციების მიმართულებით, აგრეთვე ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში საკონტაქტო ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებზე.
გენერალური შტაბი იტყობინება, რომ მტერმა დაბომბა 20-ზე მეტი დასახლება ტანკებით, ნაღმტყორცნებითა და არტილერიით კუპიანსკის და ლიმანსკის მიმართულებით.