აშშ-მ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებაზე $522 მილიონის კონტრაქტები გააფორმა 

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა ორ კომპანიასთან გააფორმა 522 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, შეკვეთები მიიღო Northrop Grumman Systems და Global Military Products-მა. შეერთებულმა შტატებმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო იმ რისკების ფონზე, რომ შესაძლოა, უკრაინას საარტილერიო ჭურვების რეზერვები სწრაფად გაუთავდეს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მარტში აშშ გეგმავს საბრძოლო მასალის ახალი პარტიების უკრაინისთვის მიწოდებას. კონტრაქტები დაიდო პენტაგონის ინიციატივის ფარგლებში უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში გაზეთმა The New York Times-მა, აშშ-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მოხსენებაზე დაყრდნობით,დაწერა, რომ პენტაგონი გეგმავს საარტილერიო ჭურვების წარმოების ექვსჯერ გაზრდას, რომლის დიდი ნაწილი განკუთვნილი იქნება უკრაინისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი