"ამჟამად დედაქალაქში გვაქვს 12 პრობლემური კვანძი. [...] რომელიც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაახლოებით, 1 500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს. ეს არის ძალიან დიდი ციფრი, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ 100 000-მდე მგზავრი ვერ იღებს სათანადო მომსახურებას. [...] ამ პრობლემური კვანძების უმრავლესობა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე. დაპირებისამებრ, ვიწყებთ აღნიშნული კვანძების მოწესრიგებას. კერძოდ, დღეიდან დაიწყება ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოები, შაბათიდან თავხელიძის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით დაიწყება სამუშაოები".
თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ.