უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უახლესი რუსული ელექტრონული საკომუნიკაციო სადგური გაანადგურეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტის დარტყმით გაანადგურეს უახლესი რუსული ელექტრონული საკომუნიკაციო სადგური - პალანტინი.

პალანტინის კომპლექსი დრონების წინააღმდეგ საბრძოლველადაა შექმნილი და რუსი პროპაგანდისტები აქტიურად საუბრობდნენ მის "უნიკალურობაზე". 

თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, მისი განადგურების ფაქტი. 

პალანტინის კომპლექსი 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადამ საარტილერიო იერიშის შედეგად გაანადგურა. 

რუსების მტკიცებით,  "პალანტინი" უკრაინაში "გამოცდის პროცესშია". კომპლექსი დამონტაჟებულია KamAZ-ის სატვირთო მანქანებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი