სენაკსა და ქედაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში სენაკსა და ქედაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მოქალაქეები ადმინისტრაციულ შენობებთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანის უფლება მისცენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის აქციები ყველა რეგიონს მოიცავს და ეს არის მოსამზადებელი პროცესი 20 თებერვალს დაგეგმილი მასშტაბური აქციის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი