
რუს სტუდენტს, 20 წლის ოლესია კრივცოვას, რომელიც სოციალურ ქსელში ომის საწინააღმდეგო პოსტებისთვის დააკავეს, რუსულმა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას ფეხზე სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა აქვს, რომლითაც პოლიციას მისი ყოველი ნაბიჯის კონტროლი შეუძლია.
"მე გამოვაქვეყნე ინსტაგრამ ამბავი ხიდთან დაკავშირებით, თუ როგორ კმაყოფილი იყვნენ უკრაინელები მომხდარით." - განუცხადა ოლესიამ BBC-ის.
საუბარია ანექსირებული ყირიმის ხიდის აფეთქებაზე. მან ასევე გააზიარა მეგობრის პოსტი ომის შესახებ.
რუსი სამართალდამცველები ოლესიას სახლში შეიჭრნენ, წაართვეს ტელეფონი და იატაკზე დააგდეს
ოლესიას ბრალი ედება "ტერორიზმის გამართლებაში და რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში". მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.