ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ შედგა. რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი სერიოზულ შეშფოთებას  გამოხატავს სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ამ საკითხისადმი ხელისუფლების არაადეკვატური რეაქციის გამო. დასავლელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის საქმე რეალურად  ასახავს რამდენად ერთგული არის ოცნების გუნდი ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ. 

ტექსტში ღიად არის ნათქვამი რომ " მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ მუდმივი წარუმატებლობა კვლავაც აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს მის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.

ევროპის საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციის ადრესატი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც არის. ევროპარლამენტი მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. 

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება და საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ლაკმუსის ტესტია იმის შესამოწმებლად, რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და ევროპისკენ მის მიერ გაცხადებული სწრაფვის. მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი