
ხმაური ევროპარლამენტში - ცენტრალურ დარბაზში აქტივისტები შეიჭრნენ, რის გამოც სხდომა ვერ დაიწყო. როგორც სპიკერმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი მალე აღდგება, შესაბამისად, ევროპარლამენტში მიხელ სააკაშვილის შესახებ მსჯელობა წუთი-წუთზე დაიწყება.
ევროდეპუტატები მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ რეზოლუციისთვის მხარდასაჭერად ემზადებიან.
აქტივისტები კი ქურთი მომიტინგეები არიან, რომლებიც მათი ლიდერის, აბდულა ოჯალანის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ დარბაზში საპროტესტო პლაკატები გადმოყარეს.
დარბაზიდან დეპუტატების ევაკუაცია განხორციელდა.