მცხეთაში, რუსებთან შელაპარაკების გამო დაკავებული ცოტნე ჯაფარიძის სასამართლო მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტ, ცოტნე ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. 

ცოტნე ჯაფარიძე 13 თებერვალს გუდაურში რუსეთის მოქალაქეებთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო დააკავეს, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა სამოქალაქო აქტივისტმა რუსულ საუბარზე უარი თქვა და ტურისტებს სთხოვა მასთან საუბარი ინგლისურად გაეგრძელებინათ, ამან კი რუსეთის მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია. ცოტნე ჯაფარიძის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი