რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო, ხოლო 6 ქვეყანასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთი გეგმავს უვიზო რეჟიმის შემოღებას 11 ქვეყანასთან და კიდევ ექვსთან ვიზების გაცემის გამარტივებულ პროცედურას - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათზე განაცხადა.

"ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ახლა უკვე დაგეგმილია სრულიად უვიზო მიმოსვლის გაფორმება დაახლოებით თერთმეტ ქვეყანასთან, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, მათ შორის ინდოეთთან, ინდონეზიასთან - გამარტივებული პირობებით.

ჩვენ ვმუშაობთ ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, არის 70-მდე ქვეყანა, გარდა არამეგობრული ქვეყნებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის ვიზების გაცემა გამარტივებული წესით." განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსული გადახდის სისტემა „მირთან“ დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი