
ევროკომისიამ ოფიციალურად წარმოადგინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი, მათ შორის ირანული ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
”დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას სანქციების მეათე პაკეტით”, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, ევროკომისია სთავაზობს ახალი აკრძალვების შემოღებას ევროკავშირიდან კრიტიკული ტექნოლოგიებისა და სამრეწველო საქონლის 11 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტზე რუსეთში.
როგორც ფონ დერ ლაიენმა თქვა, რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალური გავლენის მისაღწევად, შემოთავაზებულია მიზანმიმართულად დაწესდეს შეზღუდვები რუსეთისთვის საჭირო მრავალი სახის სამრეწველო საქონელზე და შეუძლებელი გახდეს მათი მესამე ქვეყნების მეშვეობით მოპოვება.
"ისეთი სასიცოცხლო საქონელი, როგორიცაა ელექტრონიკა, სპეციალიზებული მანქანები, ნაწილები მანქანებისთვის, სათადარიგო ნაწილები სატვირთო მანქანებისთვის, ძრავები რეაქტიული თვითმფრინავებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, შემოთავაზებულია დაწესდეს შეზღუდვები სამშენებლო სფეროში საქონელზე, რომელიც შეიძლება გადაეცეს რუს სამხედროებს.
ასევე, ევროკომისია გეგმავს კიდევ უფრო შეზღუდოს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიური საქონლის ექსპორტს.
"ჩვენ ვთავაზობთ (ექსპორტის) კონტროლს 47 ელექტრონულ კომპონენტზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსული იარაღების სისტემებში, კერძოდ, თვითმფრინავებში, რაკეტებსა და ვერტმფრენებში, ასევე სპეციფიკურ მასალებსა და თერმოგრაფიკულ კამერებში“, - თქვა ფონ დერ ლეიენმა.
მისი თქმით, ამ ზომების დახმარებით, რუსეთისთვის ყველა საქონლის მიყიდვა, რომელიც აღმოჩენილია უკრაინის წინააღმდეგ ომში ბრძოლის ველზე გამოყენებულ იარაღში, აიკრძალება.
"და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ (რუსებს) ვერ იპოვიან სხვა გზებს მათ მისაღებად. ჩვენ მზად ვართ სანქციები დავაწესოთ კიდევ უფრო მეტი ირანული კომპანიისა და სხვა ქვეყნების კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთს ტექნოლოგიებს აწვდიან", - ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა.
ამავდროულად, ევროკავშირი პირველად გააფართოებს სანქციების ჩამონათვალს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის მესამე ქვეყნიდან ფიზიკური პირების ხარჯზე გადაცემის აკრძალვაზე. ეს საკითხი ეხება ირანს.
„ირანის რევოლუციური გვარდია [ისლამური რევოლუციის მცველები] აწვდის რუსეთს შაჰიდის თვითმფრინავებს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ამის გამო, ჩვენ ვამატებთ შვიდ ირანულ ორგანიზაციას ჩვენს (სანქციების) სიაში, რომლებიც დაკავშირებულია ორმაგი დანიშნულების საქონელთან“- აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა.
როგორც ფონ დერ ლეიენმა თქვა, ეს ზომები უნდა გახდეს ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი სხვა კომპანიებისა და საერთაშორისო მოვაჭრეებისთვის.
ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეათე პაკეტი, როგორც ბლუმბერგი წერს, მოიცავს შეზღუდვებს რუსული ბანკების „ტინკოფის“, „ალფა-ბანკის“ და „როსბანკის“ საქმიანობაზე. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირი აპირებს აიძულოს ბანკები გაამჟღავნონ ინფორმაცია ცენტრალური ბანკის აქტივების შესახებ. სანქციების ქვეშ მყოფი ამ და სხვა სახელმწიფო აქტივების შესახებ მონაცემების მოპოვება განიხილება პირველ ნაბიჯად "უკრაინის რეკონსტრუქციაში ამ სახსრების პოტენციური გამოყენების ვარიანტების შესასწავლად“.
ევროკავშირი ასევე აპირებს სანქციების დაწესებას ათობით ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, მათ შორის პოლიტიკოსების, სამხედრო პერსონალისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, აღნიშნავს Bloomberg.
ევროკავშირი აპირებს სანქციების მეათე პაკეტის მიღებას მომავალ კვირას, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავის წინა დღეს.