
პენიტენციური სამსახურის მიერ, დღეს გავრცელებულ კადრებს, მიხეილ სააკაშვილს ძმა "ფეისბუქით" ეხმაურება და ამ ყველაფერს ოჯახის შეურაცხყოფად და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დაცინვად აფასებს:
"რით არ დაიღალეთ იმის ძახილით მიშა კარგად არის და თურმე თავისუფლად გადაადგილდება ვივამედის პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გაუსმევ ხაზს ჩემი ძმა იმის აჩრდილია რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა ჩვენი ოჯახის შეურაცხოფა და ღლიცინი მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი მაგრამ ხელს აწერდე მის სიკვდილს არის ამაზრზენი! მე მჯერა მსოფლიო მხარდაჭერა იქნება უფრო მკაფიო და ყველა ერთად გადავარჩენთ მიშას სიცოცხლეს ამაში დარწმუნებული ვარ!" წერს გიორგი სააკაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა დღეს მორიგი დამონტაჟებული ვიდეოკადრები გაავრცელა და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდება.