ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი 20 ივნისის საქმეში - გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ამის დამადასტურებელ მონაცემებს აქვეყნებენ. ხელისუფლების დამოკიდებულება ციფრებში ასახა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. სისხლიანი ღამის საქმეზე ხელისუფლებამ პასუხისგებაში მხოლოდ 3 სამართალდამცველი მისცა და აქციის 19 მონაწილე.
დაზარალებულად ათობით პოლიციელი ცნეს, ხოლო მაკო გომური და გიორგი სულაშვილი კვლავ სტატუსის მიღებას ელოდებიან.
20 ივნისის სისხლიანი ღამეს აქციის 202 მშვიდობიანი მოქალაქე და 73 პოლიციელი დაშავდა, თუმცა ხელისუფლებამ დაზარალებულად აქციის 4 მონაწილე 67 პოლიციელი სცნო.
აქციაზე დაიჭრა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი. მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა დღემდე მისი დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. ის და სხვა დაშავებულები „ოცნების“ ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივლებენ.
„ცხოვრება დაკარგული თვალით“ - ასეთი პირობითი სახელი ერქმევა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევას 20 ივნისის სისხლიან ღამეზე, სადაც ასეთი არაპროპორციული და მძიმე სტატისტიკა შევა.