წულუკიანი დღეს მთავრობის სხდომას არ დაესწრო - გავრცელებული ინფორმაციით, ის შესაძლოა ქეთი დუმბაძემ შეცვალოს

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. მიზეზი უცნობია, თუმცა ბოლო პერიოდში მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ის პრემიერთან დაპირისპირებულია და არაა გამორიცხული თანამდებობის დატოვება მოუწიოს. დაპირისპირების მიზეზი კი გელათის მძიმე მდგომარეობაა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, წულუკიანი შესაძლოა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ქეთი დუმბაძემ შეცვალოს, რომელიც ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. დუმბაძე დღეს კულტურის კომიტეტის სხდომასაც ესწრებოდა, სადაც სწორედ გელათის საკითხზე მსჯელობდნენ. 

წულუკიანსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებენ "ოცნების" დეპუტატები. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი