ზელენსკის თქმით, უკრაინაში ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტის მიმართულებითაა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ ბახმუტში ვითარება ყველაზე რთულია. ამის შესახებ მან კიევში, შვედეთის პრემიერ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ მიმართულებით [ბახმუტის] არის ყველაზე მძიმე ვითარება. ასევე, ვუჰლედარის რაიონში. ეს ომი ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი ძლიერია და ისინი იცავენ ქვეყანას", - თქვა ზელენსკიმ.

24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კი ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეს ყველაზე მძიმე წელი იყო.

"მე ვიცი, რომ ჩვენ წინ ბევრი გამოწვევა და გამოცდა გველის, თუმცა მჯერა, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში... არის განცდა, რომ ახალი წელი უკრაინაში 24-ში იწყება და არა 31 დეკემბერს. ვისურვებდით, რომ ეს წელი გამარჯვების წელი ყოფილიყოს, ჩვენ ამის გვჯერა და ამისთვის ბევრს ვშრომობთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი