
არანაირი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციას და ავხსნი რატომაც: როდესაც რეზოლუციაში საუბარი, მოწოდებებია სიცრუეზე, არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებებით, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელშიც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე, თავისი ლობისტების მხრიდან. ვერ იქნება ეს ღირებული დოკუმენტი, როცა მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შეასრულეთ, მიიღებთ სტატუსს და გამოდის მეორე მხრიდან ვიღაც კუბილიუსი და გეუბნება იმას, რომ შენ თუ კრიმინალს არ გაათავისუფლებ, ვერ მიიღებ ამ სტატუსს. მე ვეკითხები ძალიან მარტივ ენაზე ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს, ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები, რამდენად მისაღებია ჩვენთვის
თქვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. ცნობისთვის ევროპარლამენტმა ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხო.