"ევროპარლამენტის გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც" | კობახიძე 

გამოქვეყნდა:

ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ევროკავშირის ინსტიტუტებს, სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის სისტემური პრობლემა რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. პირდაპირ ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანების ბოლო, მაშინ გადაიცემოდა საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები, იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და იგივე მოხდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში. ეს არის სრული კატასტროფა, პირდაპირ ვიტყვი.

- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი