"თუ რუსეთი სასჯელს მოუხსნის ჩვენს თანამოქალაქეებს, მისასალმებელი იქნება" | კობახიძე ფრენებზე

გამოქვეყნდა:

"თუ რუსეთი სასჯელს მოუხსნის ჩვენს თანამოქალაქეებს, მისასალმებელი იქნება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა მისასალმებელი იქნება. 

"2019 წელს რუსეთმა დაუწესა სასჯელი ჩვენს მოქალაქეებს, 800 000 მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თანამემამულე და თანამოქალაქე და ისინი დასაჯა რუსეთის ფედერაციამ, როდესაც ცალმხრივად დაგვიწესა სანქცია ფრენებთან დაკავშირებით. ახლა ამბობენ, რომ ეს სასჯელი უნდა მოუხსნან ამ ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამემამულეებს, ჯამში 800 000 კაცზეა საუბარი, ძალიან დიდი რაოდენობაა და მეორე მხრივ, საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთმა ამათ სასჯელი უნდა მოუხსნას და სხვა უნდა დაუწესოს მერე ამ ჩვენს თანამემამულეებს და თანამოქალაქეებს სასჯელი და სანქციები და ეს სხვა არის დასავლეთი, აქ ლოგიკა მემგონი დიდად არ იკითხება.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, თუ ეს სასჯელი მოიხსნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემულეებისთვის, ეს მისასალმებელი იქნება, ეს მათ მდგომარეობას შეუმსუბუქებს, როგორც დაუმძიმა საპირისპირო გადაწყვეტილებამ 2019 წელს, ასე შეუმსუბუქებს მათ 2023 წელს საპირისპირო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს იქნება მისასალმებელი, თუ სასჯელი მოეხსნებათ ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამემამულეებს, აქ ახლა ემატება, რომ შეიძლება სხვამ დასაჯოს...", - ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი