
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში პოლიციის თანხლებით და გაძლიერებული დაცვით მივიდა. მისი მტკიცებით, ევროპარლამენტარები დამნაშავის მფარველები არიან და EPP "გლობალური ომის პარტიაა.
ეს განცხადებები მან "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა, შენობის გარეთ მას მხარდამჭერები და პოლიცია იცავდა.
"მოწოდება არ სჭირდება ქართველ ხალხს, რომ მივიდეს და ნაციონალებს თავისი სათქმელი უთხრას. დავაანონსე და ჩემი მეგობრები გამომეხმაურენენ და აქ არიან შეკრებილები. სადაც არ უნდა მივიდნენ აწი, ნებისმიერი "ქართული ოცნების" მხარდამჭერთან, პატრიოტ ადამიანთან ეს მოღალატეები, ეს დამპლები, ჩვენ რა თქმა უნდა, იქ დავხვდებით და ჩვენ სათქმელს ვეტყვით ყოველთვის", - თქვა "ოცნების" მხარდამჭერმა, გური ყანდორელაშვილმა.
ადგილზე მისულები იყვნენ "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს შეუქმნიან ყველგან, სადაც ამის საშუალება ექნებათ. მათ ტელეკომპანიის ტერიტორია მალევე დატოვეს დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით.