
16 თებერვლის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით დაბომბეს. დაზარალდა რამდენიმე რეგიონი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსული რაკეტები უკრაინის ჩრდილო-დასავლეთით, ასევე დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რაიონებში მოხვდა.
"რუსების მორიგი სარაკეტო შეტევა, უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ღამით გაუშვეს. სამწუხაროდ, არის დარტყმები უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რაიონებში. რუსებმა გარკვეულწილად შეცვალეს ტაქტიკა. ისინი ახორციელებენ აქტიურ დაზვერვას, იყენებენ ცრუ სამიზნეებს. მაგრამ საზენიტო თავდაცვა გაუმკლავდა მტრის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობას",- ამბობს ერმაკი.
ცნობისთვის, გუშინ ღამე უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების ხმები ისმოდა პოლტავას ოლქის კრემენჩუკში. განგაშის დროს რეალური საფრთხის შესახებ ლვოვის ოლქისა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა.
ლვოვის რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმა დადასტურდა, თუმცა ოკუპანტების დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.