ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ჩავა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის 24 თებერვლის წლისთავის წინ, 16-22 თებერვალს გერმანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში გაემგზავრება. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. 

ბლინკენი დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც პარასკევს იწყება. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ნატოს ხელმძღვანელი იენს სტოლტენბერგი და ჩინელი დიპლომატი ვანგ ი ასევე დაესწრებიან სამდღიან ყოველწლიურ შეკრებას.

"სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს უსაფრთხოების დახმარების დიდ პაკეტზე, რომელიც გამოცხადდება რუსეთის შემოჭრის ერთი წლის თავზე. ასევე, მოსალოდნელია კიდევ ერთი ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის და მისი მარიონეტების სიაში დამატებას. 

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმართ, მაგრამ აშშ გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე, რათა აიძულოს პუტინი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან",- აღნიშნულია სტატიაში. 

მიუნხენში ბლინკენი მიიღებს მონაწილეობას შეხვედრების სერიაში, რათა განიხილონ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, თურქეთისა და სირიის ხალხის დახმარება ძლიერი მიწისძვრების შემდეგ, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

"ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, რათა უშუალოდ დაინახოს აშშ-ის ძალისხმევა, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას 6 თებერვლის მიწისძვრით გამოწვეული სტიქიის დასაძლევად"- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტში.

ცნობისთვის, თურქეთი აგრძელებს სამაშველო ოპერაციებს გასულ კვირას ძლიერი მიწისძვრების შემდეგ. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რაც სერიოზული ზიანი მიადგა როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთს, ასევე, ჩრდილოეთ სირიას. მიწისძვრას ორივე ქვეყანაში 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი