კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა, ეს ვკითხო ნედ პრაისს?! განმარტება გააკეთოს - ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს პასუხობს და ამბობს, რომ მან განმარტება უნდა გააკეთოს კონკრეტულად რას გულისხმობს დღევანდელ განცხადებაში.

ყაველაშვილის მტკიცებით, მას რუსული კანონპროექტი "თვალით არ უნახავს" და "უცხოური აგენტურის შესახებ" ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებაში, მათი საკანონმდებლო ინიციატივა ბევრად შერბილებულია.

"ვერ ვიგებ მე ასეთ დამოკიდებულებას, როცა პარტნიორია ჩემი ქვეყნის,  ასეთი დიდაქტიკური და მოწოდება პირდაპირ, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატია, იზღუდება ვიღაც და ფაქტების გარეშე ამაზე საუბარი, უნდა მივეჩვიოთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად პატივისცემისა, ვინც არ უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს, რომელ დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ვიღაცას ვუშლით ან ვზღუდავთ ან დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვდგამთ", - თქვა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტირებული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. 

"მე შევთავაზე საზოგადოებას ორივე კანონპროექტი, ამერიკული კანონპროექტი და ჩვენი ინიცირებული კანონპროექტი და საზოგადოებამ შეადაროს. ჩვენ რომ განვიხილეთ ეს პროცესი, ბევრად ლიბერალური მიდგომა არის ჩვენ კანონპროექტში", - თქვა ყაველაშვილმა. 

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, სად გაიგებენ საზოგადოების ხმას, რომელზეც ყაველაშვილმა თქვა, რომ უნდა გადაწყვიტოს მოსწონს თუ არა კანონპროექტი. მისი თქმით, საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან და შეაფასებს. ყაველაშვილი ამბობს, რომ ვერ ხედავს ამ საკითხზე პარტნიორებთან კომუნიკაციის აუცილებლობას:

"საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით და შეაფასებს, აბა თქვენ რას გულისხმობთ, რომ ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს? ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია? [პარტნიორებთან] რატომ უნდა მქონდეს? რასთან დაკავშირებით უნდა მქონდეს, ჩვენი კონსტიტუცია წაიკითხეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მე ნედ პრაისს დავურეკო, ახლა კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა, ეს ვკითხო ნედ პრაისს?", - თქვა მან.

ცნობისთ, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, მცდარია "ხალხის ძალის" წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტებზე" ამერიკაში არსებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზეა დაფუძნებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი