მედვედჩუკმა პუტინს უკრაინის დაპყრობის გეგმა B შესთავაზა - დანილოვი

გამოქვეყნდა:

ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელიც რუსეთს უკრაინელი პატიმრების სანაცვლოდ გადაეცა, ვლადიმერ პუტინს უკრაინის დაპყრობის "გეგმა B" შესთავაზა - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა BBC News Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დანილოვის თქმით, დღეს კრემლში უკვე ესმით, რომ რუსეთი უკრაინის სრულად ხელში ჩაგდებას ვერ შეძლებს, ამიტომ ახალი გეგმაა საჭირო.

"რუსეთში ახლა ამოცანაა ეგრეთ წოდებული კორეული ვერსიის შექმნა. (...) " გეგმა B", რაც გულისხმობს ე.წ. მეორე უკრაინის შექმნას. ამ გიჟურმა გეგმამ იქ მიიყვანა მედვედჩუკი. მედვედჩუკს სჯერა. რომ ის არის პროფესიონალი უკრაინის საკითხებში, მაგრამ ის  უბრალოდ მოღალატეა“, - განაცხადა დანილოვმა. 

მედვედჩუკი 2021 წლის მაისში, ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატობის დროს დააკავეს და შინაპატიმრობა მიიუსაჯეს.

2022 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მედვედჩუკი გაიქცა, მაგრამ აპრილში ის კვლავ დააკავა SBU-მ და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა.

21 სექტემბერს, პატიმრების გაცვლის ფარგლებში, მედვედჩუკი ექსტრადირებულ იქნა რუსეთში, მის სანაცვლოდ კი უკრაინამ 200 უკრაინელი მებრძოლი დაიბრუნა. 2023 წლის იანვარში ზელენსკიმ მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი