სანქციებით შეშინებული პუტინის ყოფილი ცოლი ლუდმილა ოჩერეტნაია ესპანეთში, მალაგაში უძრავ ქონებას სასწრაფოდ ყიდის. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Elmundo ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება მან ევროკავშირისგან სანქციების დაწესების შიშის გამო მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, ლუდმილა ოჩერეტნაია და მისი მეორე მეუღლე მალაგას საკურორტო ქალაქ მარბელაში მდებარე ორსართულიან სახლს 2 მილიონ 200 ათას ევროდ აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ პუტინის ყოფილი ცოლი სანქცირებულთა სიაში უკვე შეიყვანა დიდმა ბრიტანეთმა. ლუდმილა ოჩერეტნაია და ვლადიმერ პუტინი 2013 წელს, 31 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ.